„პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის“ (PSI) არასამთავრობო, დამოუკიდებელი, კვლევითი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება  სახელმწიფო საზოგადოებრივი პოლიტიკის გაძლიერებასა და დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.

PSI-ს საქმიანობა გულისხმობს:
· სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის ხელშეწყობას ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების (საკონსტიტუციო, სასამართლო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების) პროცესში. ამ პროცესების შესწავლას, კვლევებსა და ანალიზს; კვლევათა შედეგების პროფესიულ ინტერპრეტაციას და განსაჯაროებას მედიის სხვადასხვა საშუალებათა (ტელევიზია, რადიო, ვები და პრესა) გამოყენებით; რადიო გადაცემბსა და ვებ დიკუსიებში მოსახლეობის ჩართულობის შესაძლებლობას, პროფესიული საგანმანათლებლო სემინარების ჩატარებას  ჟურნალისტებისა და სტუდენტებისათვის და მედიის წარმომადგენელთა უზრუნველყოფას აღნიშნულ პროცესებზე სანდო და დროული ინფორმაციით;
· საზოგადოებრივი პოლიტიკური დიალოგის წარმოებას - გამჭვირვალე, პროფესიული და არაპოლიტიზირებული საზოგადოებრივი განხილვების (დებატების) წარმართვას ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით; ექსპერტული რეკომენდაციების შემუშავებას გადაწყვეტილების მიმღებთათვის ყველა მონაწილის მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით.
· საზოგადოებრივი დებატების, კონფერენციების, სემინარების, რადიო და სატელევიზიო გადაცემების, კვლევებისა და პუბლიკაციების საშუალებით PSI მოქმედებს როგორც ხელისუფლების, კერძო სექტორისა და საზოგადოების დამაკავშირებელი რგოლი.

PSI-ს ექსპერტების მაღალი პროფესიონალიზმისა და 11 წლის მანძილზე მოუკერძოებელი მუშაობის შედეგად ორგანიზაციამ ობიექტური და სამართლიანი სახელი დაიმკვიდრა. 

მისი საქმიანობა და გამოცდილება კარგად არის ცნობილი და აღიარებულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

დღეისათვის PSI ცნობილია, როგორც გუნდი, რომელსაც აქვს უნარი უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიმღებნი კარგად ჩამოყალიბებული და ფასეული რეკომენდაციებით.

2010-2011 პერიოდში PSI მუშაობს პროექტებზე:
1. “საზოგადოებრივ განხილვათა მხარდაჭერა” 
დონორი ორგანიზაცია U.S. Agency for International Development (USAID) 
2. „საკონსტიტუციო და სასამართლო ახალი რეფორმის შეფასება“
დონორი ორგანიზაცია National Endowment for Democracy (NED)